ღია ბარათები პოლიტპატიმრებს ბელარუსში

2020 წლის ზაფხულიდან ბელარუსის ავტორიტარული რეჟიმი უკიდურეს ძალადობასა და რეპრესიებს იყენებს საკუთარი ხალხის მიმართ, რომელიც დემოკრატიასა და გამოხატვის თავისუფლებას ითხოვს. დაპატიმრებული მომიტინგეებიდან მრავალი, უკვე თვეებია უსამართლო პატიმრობაში იმყოფება, ხოლო ბევრს კი რამდენიმე წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. მათი უმეტესობა პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის მსხვერპლია.

ჩვენ გვსურს გამოვხატოთ ჩვენი თანადგომა ბელარუსის 300 – ზე მეტი პოლიტპატიმრის მიმართ და ვაჩვენოთ, რომ ისინი მარტო არ არიან თავისუფლების, დემოკრატიისა და ადამიანთა უფლებებისკენ სწრაფვაში. ამისათვის ჩვენ ყველას ვთხოვთ მონაწილეობა მიიღონ ჩვენს ღია ბარათების კამპანიასა და ონლაინ გამოფენაში.

ღია ბარათის, როგორც სოლიდარობის სიმბოლოს გაგზავნა, მცირე ჟესტია, რომელსაც დიდი გავლენა აქვს. ერთი მხრივ, პოლიტპატიმრები უაღრესად ბედნიერები არიან იმ გამამხნევებელი შეტყობინებებით, რომლებსაც ისინი იღებენ იმ ადამიანებისგან, რომლებსაც შესაძლოა არც კი იცნობდნენ. მეორეს მხრივ, ყველა საფოსტო ბარათი აჩვენებს ავტორიტარულ რეჟიმს, რომ ბელარუსში ადამიანის სასტიკი უფლებათა დარღვევები ჩვენთვის მიუღებელია.

სიტუაცია ბელარუსში

Revision 30 - საარქივო ფოტოპროექტი ბელორუსის საზოგადოებაში "პერესტროიკიდან" დღემდე მომხდარი ცვლილებების შესახებ.

ბელარუსი - რევოლუციის დღიური - ადგილობრივი კორესპონდენტი ქსენია ჰალუბოვიჩი განაგრძობდა საპროტესტო მოძრაობიდან რეპორტის გაკეთებას, როდესაც მის უცხოელ კოლეგებ აკრედიტაციას უუქმებდნენ (arte)

ქალების მიერ გაღვივებული ბელარუსის მომავალი - გამოფენა ასახავს ქალთა ფოტოჟურნალისტურ ხედვას ბელარუსის პროტესტების შესახებ, რაც მოიცავს ქალთა პროტესტებს, კონტრასტს მშვიდობიან დაპირისპირებასა და ხელისუფლების მიერ აშკარა ძალადობას შორის. (Mo Museum)

ამჟამინდელი პოლიტპატიმრები ბელარუსში - ბელარუსის ყველა პოლიტპატიმრის ყოველდღიური განახლებული სია, რომელშიც შედის თითოეული შემთხვევის დეტალური აღწერა და განმარტება იმის შესახებ, თუ ვის აფასებენ პოლიტპატიმრად. (Viasna ადამიანთა უფლებების ცენტრი)

კულტურული სფერო საფრთხის ქვეშაა, როდესაც დარბევა იზრდება. ასევე ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ ადამიანის უფლებების შესახებ ბელორუსში (Amnesty International)

#FactsOfRepression: Data shows extent of state repression in Belarus (Libereco)

როგორ გამოვხატო თანადგომა?

  1. ყველას შეუძლია გაგზავნოს ღია ბარათი ბელარუსში. გამოიყენე საფოსტო ბარათი, რომელიც უკვე გაქვთ, იყიდეთ ან შექმენი საკუთარი.

  2. შეარჩიე პოლიტიკური პატიმარი, ვისთვისაც გსურს დაწერო მესიჯი ღია ბარათზე. გამოიყენე პატიმართა სია რომელიც ყოველდღე ახლდება ან ეს რანდომიზატორი.

  3. ღია ბარათი დაწერე რუსულ ან ბელარუსულ ენაზე და ყურადღებით წაიკითხე Viasna– ს რჩევები მესიჯის შინაარსთან დაკავშირებით.

  4. გაგზავნამდე გადაიღე სურათები ან დაასკანირე ბარათი (ორივე მხარე) და გააზიარე ონლაინ (#StandWithBelarus, #StandBYyou, #Georgia4Belarus, #Postcards4Belarus)

მიიღე მონაწილეობა ღია ბარათების ონლაინ გამოფენაში!

Visit the virtual exhibition on artsteps.com.

  1. შექმენით თქვენი საკუთარი ღია ბარათი, მიუდექით შემოქმედებითად, შეგიძლიათ შეცვალოთ არსებული ბარათები ან თავად შექმნათ ცარიელი ფურცლიდან. შეეცადეთ გამოიყენოთ პერმანენტული მასალები, რათა ნამუშევარი ადვილად არ დაზიანდეს გზაში ყოფნისას.

  2. დაგვიკავშირდით ადრე, რომ ვიცოდეთ რომელ პოლიტპატიმარს უგზავნით ბარათს. მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე ან Facebook გვერდზე.

  3. გაგზავნამდე გადაიღეთ თქვენი საფოსტო ბარათის მაღალი ხარისხის სურათები ან დაასკანირეთ და გამოგვიზავნეთ ელ.ფოსტით მისამართზე kontaktobana@gmail.com

  4. მიიღეთ მონაწილეობა ვირტუალურ გამოფენაში "ღია ბარათები ბელარუსისთვის" და დაესწარით გამოფენის გახსნას, რომელიც იგეგმება 2021 წლის 10 აპრილს.